დე ლაურენტისი და მისი გუნდი კი ოსიმენის შემცვლელს უკვე ეძებს. გამოიკვეთა 3 ფავორიტი:
ჯონათან დევიდი (ლილი);
სანტიაგო ხიმენესი (ფეინოორდი);
ჟოშუა ზირკზე (ბოლონია);
ჯონათან დევიდი - 24 წლის ფორვარდი საფრანგეთის დასატოვებლად ემზადება. ბოლო წლების ლილის უდავო ლიდერი, ახალ გამოწვევას ეძებს. ამ სეზონში ჯონათანის ანგარიშზე 22 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, მისი დამატება არც ისე ძვირი დაჯდება. კანადელი ფორვარდის სატრანსფერო ფასი €25-30 მილიონია. დევიდის მიმართ ინეტერსს მილანიც იჩენს.

სანტიაგო ხიმენესი - ფეინოორდის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლეადორი. ამ სეზონში 22 წლის მექსიკელი ფორვარდის ანგარიშზე 24 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. სანტიაგო ფეინოორდის ღირსებას 2022 წლიდან იცავს, ამ დროში კი უკვე მოახერხა 47 გოლის გატანა. ფეხბურთელი ფეინოორდთან ერთად წინა სეზონში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ხიმენესის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ. დევიდისგან განსხვავებით, მექსიკელი ფორვარდის ფასი ბევრად დიდია, მინიმუმ €70 მილიონი.

ჯოშუა ზირკზე - სერია ა-ს ამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. მის შესახებ ჩვენს საიტზე უკვე ბევრ ინფორმაციას შეხვდებოდით, რადგან ნიდერლანდელი ფორვარდის დამატება ნახევარ ევროპას სურს. დაინტერესებულები არიან: მილანი, ინტერი, იუვენტუსი, არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი და ბაიერნი, ამ უკანასკნელს ფეხბურთელის უკან დაბრუნება €20 მილიონად შეუძლია. ზირკზე ბოლონიას ზაფხულში აუცილებლად დატოვებს და როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას სერია ა-ში დარჩენაზე პრობლემა არ აქვს. კონკურენცია დიდია და თუ ამას ბოლონიას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც დაემატება, ჯოშუას ფასი მინიმუმ €50 მილიონამდე გაიზრდება. ამ სეზონში ნიდერლანდელის ანგარიშზე 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.