ნეაპოლში პიოლის გარდა, სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ. ანტონიო კონტე ყოველთის გუნდის #1 სამიზნე იყო, თუმცა 54 წლის იტალიელი ხელფასის სახით €10 მილიონამდე ითხოვს, რაც დე ლაურენტისის გეგმებში არ შედის. სიაში არიან ვინჩენცო იტალიანო და ჯან პიერო გასპერინიც. იტალიანო სეზონის ბოლოს ფიორენტინას აუცილებლად დატოვებს, შესაბამისად, ყველაზე მარტივად მასთან შეძლებს გუნდი გარიგების დადებას, თუმცა ამ მომენტისთვის ის მთავარი სამიზნე არაა. რაც შეეხება გასპერინის, ამ მომენტისთვის ატალანტაში მის გაშვებაზე არავინ ფიქრობს, ამიტომ მისი დაყოლიება მარტივი ნამდვილად არ იქნება.
თვის ბოლოს, მაქსიმუმ ივნისის დასაწყისში, ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. უახლოეს დღეებში კი პიოლისთან დაკავშირებით სიახლეებს ველოდებით.










