სერია ა-ს ბოლო ტურში ნაპოლიმ საკუთარ კედლებში დაამარცხა კალიარი, ანგარიშით 2:0, რითაც სერია ა-ს ჩემპიონობა გაიფორმა. "პარტენოპეი" სკუდეტოს მოგებამდე სკოტ მაკტომინეისა და რომელუ ლუკაკუს გატანილი ბურთებით მივიდა. ეს არის რიგით მე-4 ჩემპიონობა "აძურის" ისტორიაში.
პარალელურ მატჩში მილანის ინტერმა დაამარცხა კომო, თუმცა რადგან დიეგო მარადონას ბინადრებმა იმარჯვეს, ლომბარდიელების სამმა ქულამ აზრი დაკარგა. 82 ქულით სკუდეტოს მფლობელი გახდა ანტონიო კონტეს გუნდი, "ნერაძურიმ" კი სეზონი ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაასრულა.
ნაპოლი 2:0 კალიარი
გოლები: 1:0 სკოტ მაკტომინეი 42', 2:0 რომელუ ლუკაკუ 51'.
კომო 0:2 ინტერი
გოლები: 0:1 სტეფან დე ვრეი 20', 0:2 ხოაკინ კორეა 51'.









