მერეტი (7): პირველ ტაიმში ნაპოლი სამჯერ იხსნა შესაძლო გოლისგან და გუნდი თამაშში დატოვა. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი საწყის 45 წუთში დასრულდებოდა.
დი ლორენცო (5,5): შეტევაში კარგად აქტიურობდა და მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა უკან ხშირად ტოვებდა სივრცეებს.
რაჰმანი (6): საწყის 30 წუთში რამდენიმე სახიფათო მომენტი განმუხტა და გუნდი შესაძლო გოლებისგან იხსნა.
ჟესუსი (6,5): მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებული და მშვიდი იყო. გუნდს ბევრი ხიფათი აარიდა.
ოლივერა (6): საწყის წუთებში იამალმა პრობლემები შეუქმნა, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორა.
ანგისა (6): 70 წუთის განმავლობაში თითქმის არ ჩანდა მოედანზე, შემდეგ კი ოსიმენს ასისტი გაუკეთა.
ლობოტკა (6): გუნდოგანი არ აძლევდა ბურთის თავისუფლად დამუშავების საშუალებას და შეტევის დაწყებას, მაგრამ დაცვაში კარგად იდგა.
კაიუსტე (5): თამაშის ტემპიდან ამოვარდნილი იყო და გუნდოგანი ვერ გაანეიტრალა.
პოლიტანო (5,5): სისწრაფის ხარჯზე სახიფათო მომენტების შექმნას ცდილობდა, მაგრამ ხშირად არ გამოსდიოდა.
ოსიმენი (7): მთელი მატჩი აქტიურობდა, საჯარიმოში უპირატესობებს ქმნიდა, კარში ურტყამდა და საბოლოოდ გოლიც გაიტანა.
კვარაცხელია (4,5): თავჩახრილი იყო მთელი მატჩი, ოღონდ არა ისე, როგორც დრიბლინგების და მეტოქის მოტყუების დროს იცის. არ ჰქონდა კარგი მატჩი.
სიმეონე (6): მოედანზე ოსიმენის მაგივრად შემოვიდა და საჯარიმოში აქტიურად აპრესინგებდა, რაც მეტოქის შეტევას ხელს უშლიდა.
ტრაორე (6): აქტიურად შემოვიდა შეცვლაზე და ნახევარდაცვა უფრო დინამიკური გახადა.
ლინდსტრომი (6): კვარაცხელია შეცვალა და ნაპოლი გამოაცოცხლა. კარისკენ არ დაურტყამს, მაგრამ კარგად აქტიურობდა.
კალცონა (6): შეუძლებელია 24 საათში მისი სამუშაო შეაფასო, მაგრამ კვარაცხელიას შეცვლა თამამი გადაწყვეტილებაა.
ტერ შტეგენი (6): ძირითადად, მისი ფეხით თამაში უნდა შევაფასოთ, რადგან როგორც მეკარეს ძალიან ცოტა საქმე ჰქონდა.
კუნდე (6,5): დაცვაში გაუვალი იყო და კვარაცხელია კარგად გაანეიტრალა. შეტევაშიც აქტიური იყო და თავსაც კარგად იცავდა.
არაუხო (6): დაცვის ცენტრში კარგად იდგა და მეტოქეს სივრცეებს არ აძლევდა.
მარტინესი (5): ოსიმენის განეიტრალება უჭირდა და დაცვის ცენტრში არეულობას ქმნიდა.
კანსელუ (6,5): ამბობენ დაცვაში თამაში კარგად არ გამოსდის, მაგრამ ნაპოლისთან თითქმის შეუცდომლად ითამაშა.
გუნდოგანი (7): მთელი მატჩი აპრესინგებდა, სივრცეებს ხსნიდა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მერეტმა რთული ბურთი აუღო.
კრისტენსენი (5): მოედანზე თითქმის შეუმჩნეველი იყო და ბურთს როგორც კი მიიღებდა, მაშინვე პასს აკეთებდა.
დე იონგი (6,5): საკმაოდ სიღრმეში იდგა და გუნდის შეტევებს იწყებდა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
იამალი (6,5): რას აკეთებდით 16 წლის ასაკში? ის ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მოედანზე შესამჩნევი იყო და არაერთი მომენტიც შექმნა.
ლევანდოვსკი (6,5): პირველ მომენტში მერეტმა ბურთი მოიგერია, თუმცა, მეორე ცდაზე მაინც მოახერხა გოლის გატანა. შეტევის გარდა, დაცვასაც ეხმარებოდა.
პედრი (6,5): მოედანზე აქტიურობდა, ბურთს ხშირად ეხებოდა და სახიფათო მომენტების შექმნას ცდილობდა.
ჩავი (6): ბარსელონამ იცოდა ბურთით რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როდესაც მეტოქემ ჩაიგდო ინიციატივა, გუნდის სქემა აირია.
Alex Frosio © RCS MEDIAGROUP









