სერია ა-ს 36-ე ტურში ნაპოლიმ საკუთარ კედლებში მიიღო ჯენოა, რომელთანაც ითამაშა ფრე, 2:2. იტალიის ჩემპიონატის 2024/2025 წლების სეზონის დასრულებამდე რჩება 2 ტური, სასკუდეტო დუელში კი დაძაბულობამ პიკს მიაღწია. "პარტენოპეი" 78 ქულით რჩება პირველ პოზიციაზე, მაგრამ მილანის ინტერთან სხვაობა 1 ქულამდე შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, "ნერაძურიმ" დაამარცხა ტორინო, რითაც დიეგო მარადონას ბინადრებს მაქსიმალურად მიუახლოვდა. რაც შეეხება დარჩენილ 2 შეხვედრას, ანტონიო კონტეს გუნდის მეტოქეები პარმა და კალიარი იქნებიან.
ნაპოლი 2:2 ჯენოა
გოლები: 1:0 რომელუ ლუკაკუ 15', 1:1 ალექს მერეტი (ავტოგოლი) 32', 2:1 ჯაკომო რასპადორი 64', 2:2 იოჰან ვასკესი 84'.









