ნაპოლის ოფიციალურ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ამირ რაჰმანიმ.
როგორც ირკვევა, კოსოვოელმა ცენტრალურმა მცველმა მარჯვენა ფეხზე უკანა კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს როგორც მინიმუმ 3 შეხვედრაში ვერ დაემხარება.
ამ მომენტისთვის უცნობია ზუსტად როდის დაბრუნდება ამირ რაჰმანი მოედანზე, თუმცა ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი მილანთან ან სპორტინგთან შეხვედრაში მის განკარგულებაში იქნება.
31 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.









