სერია ა-ს ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს ლეჩე და ნაპოლი დაუპირისპირდნენ, ანტონიო კონტემ ტრავმის გამო გუნდის ლიდერი დაკარგა. საუბარია, სტანისლავ ლობოტკაზე, რომელმაც მარჯვენა ფეხზე კოჭის დაზიანება მიიღო. 30 წლის ფეხბურთელი ტრავმის გამო მომდევნო ტურში ჯენოასთან გასართ მატჩს გამოტოვებს.
სლოვაკი ნახევარმცველის გარდა, ნაპოლიში ტრავმები აქვთ დავიდ ნერესს, ჟუან ჟესუსსა და ალესანდრო ბონჯორნოს.
შეგახსნებეთ, ანტონიო კონტეს გუნდი 35 ტურის შემდეგ, 77 ქულით, სერიე ა-ს ლიდერობს









