წინა დღეებში ნერეში გამოკვლევებს იტარებდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, რის შემდეგაც გუნდთან საბოლოო დასტური მივიდა.
ნეაპოლელთა შემტევი ნაპოლის მარტის ჩათვლით ვერ დაეხმარება. მარტში სანაკრებო პაუზაა და ვარაუდობენ, რომ მისი გამოჯანმრთელება ამ პაუზის დროს უნდა მოესწროს.
შესაბამისად, ნერეშის დაბრუნებას. 30 მარტს, მილანის წინააღმდეგ ვარაუდობენ. კონტეს კი საფიქრალი გაუჩნდა, რადგან კვარას წასვლის შემდეგ, ამ პოზიციაზე ფეხბურთელი არ ჰყავს.
მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით ნერეშის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.









