მილანის ინტერის ყოფილმა მწვრთნელმა, ანდრეა სტრამაჩიონიმ ანტონიო კონტესა და მის მიერ გარდაქმნილ ნაპოლიზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა იყო შარშანდელი "პარტენოპეის" ყველაზე დიდი პრობლემა და ჩავარდნა, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი აღნიშნულ სირთულესაც გაუმკლავდა.
"გასულ სეზონში ვიყავით კვარაცხელიას გაყიდვით გამოწვეული მიწისძვრის მოლოდინში და ეს ნაპოლის ერთადერთი პრობლემა იყო. კონტეს მოუწია "პარტენოპეის" ტაქტიკურად გადაწყობა და ის ამ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდა. მისი ახალი იდეები? პოლიტანო ვინგბექის პოზიციაზე ბრწყინვალეა.
ანტონიოს სხვა ინოვაციები? ელმასი თავდამსხმელის უკან. როდესაც დაბრუნდებიან ლუკაკუ და ანგისა, ისინი, მაკტომოინეისთან, ნერეშსა და ჰოილუნთან ერთად დამანგრეველი ძალა იქნებიან. მაინუს ტრანსფერი? ჩემი აზრით, მისთვის ადგილი "აძურის" სასტარტოში აღარ არის."









