აურელიო დე ლაურენტისისა და კალცონას შეხვედრა კარგად დასრულდა, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა. 55 წლის სპეციალისტსა და ნაპოლის შორის კონტრაქტი, სეზონის ბოლომდე გაფორმდება. ფრანჩესკო ამ პერიოდში სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობას ისევ გააგრძელებს. გუნდში ასევე დაბრუნდება და კალცონას თანამშრომელი იქნება, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ფრანჩესკო სინატი, რომელმაც ნაპოლი რუდი გარსიას მოსვლის შემდეგ დატოვა. დე ლაურენტისმა დღეს კიდევ ერთ ძველ მეგობარს უხმო, "პარტენოპეიში" სიმონე ბონომიც დაბრუნდება, რომელიც კალცონას მთავარი თანაშემწე გახდება. სიმონე ნაპოლიში 2015 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა.
მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს საღამოს გაფორმდება, კალცონას ხვალ უკვე ბაზაზე ელოდებიან, სადაც გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. ბარსელონასთან გუნდს, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
Salvatore Malfitano © RCS MEDIAGROUP









