ეს მატჩი მაძარის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა "პარტენოპეის" ცუდი სერია გრძელდება, გუნდმა ისევ ვერ მოიგო. ჯილარდინომ გამოცდილ სპეციალიტს არაფერი დაუთმო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ჯილარდინოს გუნდმა მეორე ნახევარი კარგად დაიწყო. მატჩის 47-ე წუთზე მორტენ ფრენდრუპმა ჯენოა წინ გაიყვანა. ამის შემდეგ კი უპირატესობა შედარებით ნაპოლის მხარეს გადავიდა, მაძარის გუნდიდან ყველაზე მეტად ხვიჩა აქტიურობდა, თუმცა მატჩის ბოლომდე "პარტენოპეიმ" ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.
90-ე წუთზე, მასპინძელმა გუნდმა კარგი კომბინაცია გაითამაშა, რასაც ნგონჟეს გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა, 1:1.
25 ტურის შემდეგ, ნაპოლიმ 36 ქულა მოაგროვა და ოთხეულთან ჩამორჩენა 6 ქულამდე გაიზარდა.









