"თუ ფეხბურთელს სურს გუნდიდან წასვლა, ხელი არ უნდა შეუშალო. ასე მოხდა კვარაცხელიას შემთხვევაში, რომელსაც ნაპოლის დატოვება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ხვიჩას წასვლა არ უნდა ვინანოთ, მითუმეტეს "პარტენოპეის" მისი შემცვლელი ნერეშის სახით უკვე ჰყავს. ტრავმის გამო მას გაუცდა გარკვეული პერიოდი, მაგრამ საბედნიეროდ, დავიდი მალე დაბრუნდება.
არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა კონტე სამი მცველით ითამაშებს თუ ოთხით, მთავარია მან ეს იარაღი სწორად გამოიყენოს. უკანახაზის გამართული თამაში, ძლიერი იარაღია", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა. შეგახსენებთ, კალჩოში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ, მე-2 პოზიციაზე მყოფი "ლურჯები" ამჟამინდელ ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონს, მილანის ინტერს 3 ქულით ჩამორჩებიან.











