სერია ა-ს მე-16 ტურის გადადებულ მატჩში ნაპოლიმ საკუთარ კედლებში მიიღო პარმა, რომელთანაც უგოლო ფრე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო "პარტენოპეის" ზედიზედ მე-3 ფრე, მილანის ინტერსა და ვერონასთან დაკარგული ქულების შემდეგ. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, "აძური" აგროვებს 40 ქულას და მილანს უთანაბრდება.
"ნერაძურისთან" ჩამორჩენა კი ამ მომენტისთვის შეადგენს სამ ქულას და იმ შემთხვევაში, თუ სერია ა-ს ლიდერი დღეს დაამარცხებს ლეჩეს, სხვაობა ექვს ქულამდე გაიზრდება. მარადონას ბინადრების შემდეგი მეტოქე სასუოლო იქნება.
ნაპოლი 0:0 პარმა









