ცნობილია, რომ ამ შეხვედრაზე ფეხბურთელის მამა, ბადრი კვარაცხელიაც იმყოფებოდა და რამდენიმე საკითხი იქნა განხილული.
ჯუღელის და კვარაცხელიას მოთხოვნაა, ახალ კონტრაქტში კვარას ხელფასი 5 მილიონამდე გაიზარდოს, დე ლაურენტისი კი 4 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
ასევე, განხილული იყო შემოთავაზებები სხვა ევროპული კლუბებიდან. მოგეხსენებათ, ქართველის შეძენით ბარსელონა და სხვა გუნდები ინტერესდებიან.
საბოლოოდ, მხარეები შეჯერდნენ, რომ კვარაცხელიას მომავალს ნათელი რაც შეიძლება მალე, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა მოეფინოს.









