ნაპოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევით ხაზში გაძლიერებას აპირებს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
ერთ-ერთი ასეთი მადრიდის რეალის არგენტინელი შემტევი მარკო მასტანტუანტო იყო, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის გამორჩეული ტალანტია.
ნეაპოლელებს მასტანტუანტოს წაყვანა იჯარის წესით სურდა, თუმცა რეალმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ნაპოლის ეს შეთავაზება უარჰყო.
ნოემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ, მასტანტუანტოს სათამაშო დრო შემცირდა, თუმცა სამეფო კლუბს სურს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი გუნდში ჰყავდეს. წელს მან რეალის მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა.









