ვალტერ მაძარის დრო ნაპოლიში დასრულდა, დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება მიიღო. ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, ნაპოლიში ახალი მწვრთნელი ინიშნება.
გუნდში ფრანჩესკო კალცონა ბრუნდება, ადამიანი, რომელიც ნაპოლისთვის უცხო არაა. 55 წლის იტალიელი სპეციალისტი, ჯერ მაურიციო სარის თანაშემწე იყო ( 2015-2018 წ.წ.), შემდეგ კი ლუჩანო სპალეტისთან ერთად იმუშავა (2021-22 წლების სეზონზე). ამჟამად, ფრანჩესკო სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ფედერაციასთან შეთანხმების საფუძველზე, სეზონის ბოლომდე ორივე პოზიციაზე იმუშავებს.
Serie A
ნაპოლიში მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვლება - კალცონა "პარტენოპეიში" ბრუნდება









