"გველები" მარინ პონგრაჩიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ. შემდეგ იყო როლანდო მანდრაგორას პენალტი, გამარჯვების მომტანი გოლი კი ტრავმირებული მარკუს ტურამის ნაცვლად შემოსულმა მარკო არნაუტოვიჩმა შეაგდო. მეაცას ბინადრები აგროვებენ 54 ქულას და ლიდერ ნაპოლისთან სხვაობას 1 ქულამდე ამცირებენ.
Serie A
ნაპოლისთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შემცირდა - ინტერმა ამჯერად შეძლო ფიორენტინას დამარცხება

სერია ა-ს 24-ე ტურში მილანის ინტერმა ფლორენციის ფიორენტინა 2:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, ამ გუნდების გადადებულ შეხვედრაში "ნერაძური" "ვიოლასთან" 0:3 განადგურდა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სკუდეტოს მოქმედი მფლობელი უპირატესობას დაეუფლა დებიუტშივე და 28-ე წუთზე გოლიც შეაგდო.








