"ვიოლას" ლიდერს დაუგროვდა 15 გოლი, მასზე წინ არის მხოლოდ მატეო რეტეგი, რომელსაც ერთი ბურთით მეტი აქვს გატანილი. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას: "ნერაძურისთვის" ნაპოლისთან ჩამორჩენა კვლავ 3-ქულიანი დარჩა, "იები" კი ამ მოგებით ოთხეულში შევიდნენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ კვირას ეს გუნდები კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
Serie A
ნაპოლისთან ჩამორჩენა კვლავ 3 ქულას შეადგენს - ინტერი ფიორენტინასთან უშანსოდ დამარცხდა

სერია ა-ს გადადებულ შეხვედრაში მილანის ინტერი სტუმრად ფლორენციის ფიორენტინასთან 0:3 განადგურდა. მოქმედ ჩემპიონს პირველი გოლი გაუტანა ლუკა რანიერიმ, შემდეგ კი მოიზე კინის დუბლი ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა რბოლაშიც დაწინაურდა.








