"ინტერიდან ევერტონში გადასვლის შემდეგ, ბევრი სისულელე გავაკეთე. მქონდა ორმაგი ცხოვრება, ბევრი ფულითა და ფუფუნებით. ვღალატობდი მეუღლეს, სხვა ქალის გამო ოჯახიც კი მივატოვე. რაღაც მომენტში მომბეზრდა ალკოჰოლი და ნარკოტიკულ საშუალებებზე გადავედი. ლივერპულში ცხოვრების დროს აქტიურად კოკაინს ვიღებდი.
საკუთარი თავი დავკარგე, ცხოვრება დამენგრა. ყველაფერში დამეხმარა ისევ და ისევ ჩემი მეუღლე, რომელმაც ჯოჯოხეთიდან ამომიყვანა. ეს პრობლემები რომ არა, მსოფლიოში საუკეთესო ვინგერი ვიქნებოდი", - განაცხადა "ნერაძურის" ყოფილმა შემტევმა.
"გველების" ყოფილმა მეშვიდე ნომერმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო 90-იანების ბოლოს, ამსტერდამის აიაქსში, რომლის შემადგენლობაში 122 შეხვედრაში 21 ბურთი გაიტანა. შემდეგ იყო ტრანსფერი მეაცაზე, სადაც ვან დერ მეიდე ვერ დამკვირდა: 88 მატჩი, 7 გოლი. ვინგერი სიტუაციის გამოსასწორებლად გადავიდა "კანფეტებში", მაგრამ უშედეგოდ: 24 მატჩი, 0 გოლი.
ნიდერლანდელი გარემარბი ნახევარი სეზონის მანძილზე ასევე ირიცხებოდა პსვ ეინდჰოვენში, თუმცა ამ გუნდის შემადგენლობაში მან ერთი შეხვედრაც ვერ ჩაატარა. რაც შეეხება ენდის სანაკრებო კარიერას: 17 მატჩი და 1 ბურთი.











