NASCAR-ის ევროპის სერიების ვალენსიის ეტაპზე, მეორე რაუნდის შემდეგ, სანდრო თავართქილაძემ (Team Bleekemolen) ღია დივიზიონში „მასტერსის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.
Rookie Challenge-ში სადებიუტო ასპარეზობის შემდეგ კი სანდრო ქაჯაია მე-4 ადგილზე გავიდა. ასევე, ქალებს შორის მესამე ადგილი დაიკავა Kolkhi GRT-ის პილოტმა მარიამ დავითიძემ.
Kolkhi GRT პირველი სრულად ქართული გუნდია, რომელიც მონაწილეობს „ევრონასკარის“ სერიებზე. გუნდის პილოტები დათა ქაჯაია (პრო კატეგორია) და მარიამ დავითიძე (ქალთა ღია კატეგორია) არიან.
EuroNASCAR-ზე უკვე მეორედ ქართველი მრბოლელები, სანდრო თავართქილაძე და სანდრო ქაჯაია საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.
„ევრონასკარის“ ფარგლებში ქართველი პილოტები შემდეგ რბოლებს 23-24 მაისს საფრანგეთში გამართავენ.









