ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ნაპოლიმ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ესპანურ ხირონას დაუპირისპირდა.
მოგეხსენებათ, ანტონიო კონტეს გუნდს ამ პრე-სეზონზე ცუდი შედეგები აქვს და მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული.
დღეს, იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ნავსი გატეხა და ხირონა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ნეაპოლელები თავიდანვე წინ გავიდნენ. დი ლორენცოს გოლს დე ბრუინმა დუბლით უპასუხა. ხირონამ ორი ბურთი გაქვითა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.
შემდეგ ამხანაგურ მატჩებს ნაპოლი 10 და 14 აგვისტოს, სორენტოს და ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ გამართავს.









