დავიწყოთ "პარტენოპეის" გარემარბით, რომელსაც თავისი იტალიური კარიერის განმავლობაში ტოსკანელთა კარში გოლი ჯერ არ აქვს გატანილი. მას "აძურის" წინააღმდეგ ჩატარებული აქვს 3 მატჩი, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. "ლურჯების" თამაში თავიანთ უხერხულ მეტოქესთან გაიმართება დღეს, 20:00 საათზე.
რაც შეეხება "ღამურების" მეკარეს, სევილიელების წინააღმდეგ ჩატარებული აქვს ხუთი შეხვედრა, რომელშიც საერთო ჯამში რვა გოლი აქვს გაშვებული. მან ანდალუსიელებთან კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთ მატჩში მოახერხა, გასულ სეზონში, როდესაც "ლოს ჩემ" 3:0 მოიგო. აღნიშნული თამაში გაიმართება ასევე დღეს, 20:30 საათზე.











