პარკეტზე საუკეთესო ჯაილენ ბრაუნი იყო, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და გუნდელები 2 პასითაც მოამარაგა.
მომდევნო ეტაპზე ბოსტონის მეტოქე კლივლენდ კავალიერსი-ორლანდო მეჯიქს შორის გამარჯვებული იქნება.
სერიაში დაწინაურება მოახერხა დალას მავერიქსმა, რომელმაც გასვლაზე ლოს ანჯელეს კლიპერსი 93:123 დაამარცხა. ჯეისონ კიდის გუნდმა მარტივი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის MVP, რა თქმა უნდა, ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 35 ქულა მოუტანა. სერბის ანგარიშზე ასევე 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემაც იყო.
სერიის მე-6 შეხვედრა უკვე დალასში გაიმართება, კერძოდ 4 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე.










