თიდი გარდენზე შეკრებილმა მაყურებელმა საყვარელი გუნდის დამაჯერებელი თამაში იხილა. მასპინძელ გუნდს ჯეისონ ტატუმმა ულიდერა - 25 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი. რაც შეეხება კლივლენდიდან გამორჩეულ მოთამაშეს, ევან მობლიმ 33 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და 4 შედეგიანი პასიც გააკეთა.
ამ წყვილში ბოსტონი თავიდანვე ფავორიტი იყო, შესაბამისად, მაზულას გუნდმა სერიაში გამარჯვება მარტივად მოიპოვა. სელტიკსის მომდევნო მეტოქე ხვალ გაირკვევა, სადაც ინდიანა პეისერსი და ნიუ იორკ ნიქსი მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას გაარკვევენ.
გუშინ ღამით პლეიოფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც დალას მავერიქსმა სერიაში უპირატესობა დაიბრუნა. ჯეისონ კიდის გუნდმა ოკლაჰომა სითი თანდერი 92:104 დაამარცხა და მე-6 თამაშის წინ, კარგი განწყობაც შეიქმნა.
მატჩის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა შეასრულა და 11 პასითაც გამოიჩინა თავი. რაც შეეხება ოკლაჰომადან საუკეთესო მოთამაშეს, აქ, რა თქმა უნდა, შაი გილგეუს-ალექსანდერის მორიგი შოუ ვიხილეთ. კანადელის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი იყო.
სერიის მომდევნო მატჩს დალასი უმასპინძლებს. შეხვედრა 19 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.










