მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა დონჩიჩი დასახელდა. 25 წლის კალათბურთელმა 32 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა შეასრულა და 11 პასითაც გამოირჩა, თუმცა ეს საოცარი სტატისტიკა, გამარჯვებისთვის საკმარისი კვლავ არ აღმოჩნდა. ბოსტონიდან საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი მოუპოვა. კარგი მატჩი ჰქონდა ჯაილენ ბრაუნსაც, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა იყო.
სერიის მესამე მატჩს უკვე დალასი უმასპინძლებს, კერძოდ, 13 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე.









