დალასის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი იყო. 25 წლის კალათბურთელმა 29 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 5 პასითაც გამოირჩა. კარგი მატჩი ჰქონდა კაირი ირვინგსაც, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი იყო. ბოსტონს ტატუმმა ულიდერა - 26 წლის კალათბურთელმა 15 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს.
სერიის მეხუთე მატჩი უკვე ბოსტონში გაიმართება, კერძოდ, 18 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე. ცნობისთვის, ბოსტონს ერთი მატჩი აშორებს გამარჯვებამდე!









