ამერიქალ ეარლაინს ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა. მასპინძელ გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა - 29 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. რაც შეეხება ოკლაჰომადან გამორჩეულ მოთამაშეს, შაი გილგეუს-ალექსანდერმა 36 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა შეასრულა და 8 შედეგიანი პასიც გააკეთა.
დალას მავერიქსის მომდევნო მეტოქე ხვალ გახდება ცნობილი, დენვერ ნაგეთსი და მინესოტა ტიმბერვულვზი მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას გაარკვევენ.










