მატჩის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა. 25 წლის სერბმა 33 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 8 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები. მინესოტადან საუკეთესო ჯეიდენ მაკდანიელსი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა მოუპოვა.
სერიის მეორე შეხვედრას ისევ მინესოტა უმასპინძლებს. მატჩი 25 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.









