დალასის მხრიდან გამოსარჩევია დონჩიჩის და ირვინგის დუეტი. 25 წლის სერბმა და 32 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს ულიდერეს და 33-33 ქულა ჩააგდეს. ამასთან ერთად, ლუკამ 7 მოხსნა და 5 პასიც შეასრულა, რაც შეეხება გამოცდილ კაირის, მის ანგარიშზე დამატებით 3 მოხსნა და 4 პასი იყო.
მინესოტადან საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა მოუპოვა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
სერიის მეოთხე შეხვედრას კვლავ დალასი უმასპინძლებს. მატჩი 29 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.










