აღმოსავლეთ კონფერენციაში ორი მატჩი გაიმართა. კლივლენდ კავალიერსმა ორლანდო მექიჯი მეორე შეხვედრაშიც დამაჯერებლად დაამარცხა და დიდი უპირატესობაც შეიქმნა. საბოლოო ჯამში შეხვედრა 96:86 დასრულდა.
პარკეტზე საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო - 23 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი. როგორც პირველ მატჩში, ორლანდოდან გამორჩეული კვლავ პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა მოუპოვა. სერიის მესამე შეხვედრა უკვე ორლანდოში გაიმართება, კერძოდ 26 აპრილს, თბილისის დროით 03:00 საათზე.
აღოსავლეთ კონფერენციის კიდევ ერთი მატჩი ვიხილეთ მედისონ სქვერ გარდენზე, სადაც ნიუ იორკ ნიქსმა მძიმე ბრძოლაში ფილადელფია სიქრერსი დაამარცხა და პლეიოფის სერიაში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, 104:101.
მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა, სადაც ბრძოლა ბოლო წუთამდე გაგრძელდა. მეორე შეხვედრის MVP ტაირიზ მაქსი გახდა - 35 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასი. ასევე კარგი პერფორმანსით გამოირჩა ჯოელ ემბიდი, რომელაც საკუთარ გუნდს 34 ქულა მოუტანა, თუმცა ამ ორი კალათბურთელის გარჯა, გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ნიქსიდან ყველაზე კარგი სტატისტიკა ჯალენ ბრანსონს ჰქონდა - 24 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი. მესამე მატჩს უკვე ფილადელფია უმასპინძლებს. შეხვედრა 26 აპრილს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, აქ მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, სადაც დენვერ ნაგეტსმა საოცარ ბრძოლაში ლოს ანჯელეს ლეიკერსს მეორე თამაშიც მოუგო. ბოლ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საოცარი დასასრული იხილა - ჯამალ მიურეიმ შეხვედრის ბოლო წამზე, 2-ქულიანი ჩააგდო, რითაც საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა, 101:99.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ენტონი დევისი გახდა, რომელმაც ლეიკერსს 32 ქულა მოუპოვა, რაც შეეხება ნიკოლა იოკიჩს, 29 წლის სერბის ანგარიშზე 27 ქულა, 20 მოხსნა და 10 პასი იყო.
ამ დაპირისპირებაში მესამე შეხვედრას ლოს ანჯელესი უმასპინძლებს. Crypto.com არენაზე შეხვედრა 26 აპრილს, თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.