პარკეტზე საუკეთესო ენტონი დევისი იყო - 33 ქულა, 15 მოხსნა და 3 პასი. რაც შეეხება დენვერიდან გამორჩეულ მოთამაშეს, აარონ გორდონმა საკუთარ გუნდს 29 ქულა მოუტანა. ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 26 ქულა იყო.
ლეიკერსის საქმე, გუშინდელი მარცხის შემდეგ, ძალიან გართულდა. თუ მომდევნო შეხვედრაში დენვერმა კიდევ გაიმარჯვა, სერია დასრულდება. მეოთხე მატჩი 28 აპრილს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციის დარჩენილ ორ მატჩს, ორლანდო მეჯიქმა საკუთარ კედლებში მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და კლივლენდ კავალიერსთან სერიაში დაწინაურდა, 121:83.
ჯამალ მოსლის ბიჭებმა მეტოქეს უშანსოდ მოუგეს. ოთხივე მეოთხედში ორლანდო დიდ უპირატესობას ფლობდა, პარკეტზე საუკეთესო კი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, 14 მოხსნა შეასრულა და გუნდელები 5 პასითაც მოამარაგა.
სერიის მეოთხე მატჩი, ისევ ორლანდოში გაიმართება, 27 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე.
აღმოსავლეთ კონფერენციაში კიდევ ერთი მატჩი ფილადელფიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა სიქსერსმა, ნიუ იორკ ნიქსი, მძიმე ბრძოლაში 125:114 დაამარცხა და სერიაში 2-1 დაწინაურდა.
შეხვედრის MVP ჯოელ ემბიდი გახდა, რომელმაც ფილადელფიას არც მეტი, არ ნაკლები, 50 ქულა მოუტანა, რასაც 8 მოხსნა და 4 პასიც დაუმატა.
მესამე მატჩი ისევ უელს ფარგო ცენტრში გაიმართება, 28 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე.










