დენვერმა მესამე შეხვედრაში მინესოტა ტიმბერვულვზი 90:117 დაამარცხა. მელოუნის გუნდი ოთხივე მეოთხედის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. მატჩის MVP ნიკოლა იოკიჩი გახდა - 24 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი.
მინესოტას კვლავ ენტონი ედვარდსმა ულიდერა, 19 ქულით, თუმცა ამ მატჩში დენვერის კალათბურთელები ბევრად კარგად გამოიყურებოდნენ და მეოთხე მატჩის წინ, ამ გამარჯვებით კარგი განწყობაც შეიქმნეს.
მომდევნო შეხვედრა კვლავ მინესოტაში გაიმართება, კერძოდ 13 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე.
ინდიანა პეისერსმა მძიმე ბრძოლაში შეძლო გამარჯვება - საკუთარ კედლებში მოთამაშე რიკ კარლისლის გუნდმა, ნიუ იორკ ნიქსს არაფერი დაუთმო და სერიაში ანგარიში 2-1 გახადა. მატჩი საბოლოოდ 111:106 დასრულდა.
ნიქსის მოთამაშეებიდან პარკეტზე საუკეთესო დონტე დივინჩენცო იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 35 ქულა მოუპოვა. ინდიანადან გამორჩეული ტაირიზ ჰალიბარტონი იყო - 35 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი.
სერიის მეოთხე მატჩი ისევ ინდიანაპოლისში გაიმართება, 12 მაისს, თბილისის დროით 23:30 საათზე.










