NBA-ის ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა Paycom ცენტრში, სადაც მაყურებელმა ოკლაჰომა სითი თანდერისა და ინდიანა პეისერსის დაპირისპირება იხილა. მაყურებელმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 110-111 დაფიქსირდა.
მატჩის MVP ოკლაჰომას მოთამაშე შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა. 26 წლის კანადელმა 38 ქულა ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასიც დაუმატა. ინდიანადან საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 19 ქულა, 10 მოხსნა და 3 ქულა მოუპოვა.
ფინალური ეტაპის მეორე მატჩი კვლავ ოკლაჰომაში გაიმართება. შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მატჩის მიმოხილვა









