NBA-ის ფინალური ეტაპის მეექვსე მატჩი გეინბრიჯ არენაზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ინდიანა პეისერსისა და ოკლაჰომა სითი თანდერის კიდევ ერთი მატჩი იხილა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 108-91 დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონის ვინაობა Game 7-ში გადაწყდება.
მატჩის MVP ოკლაჰომას ლიდერი შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა. კანადელმა 21 ქულა ჩააგდო, რასაც 4 მოხსნა და 2 პასიც დაუმატა. ინდიანადან საუკეთესო ობი ტოპინი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა და 6 მოხსნა მოუპოვა.
ფინალების ბოლო შეხვედრა ოკლაჰომაში გაიმართება. მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ გუშინდელი მატჩის მიმოხილვა









