NBA-ის ფინალური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართა Paycom ცენტრში, სადაც მაყურებელმა ოკლაჰომა სითი თანდერისა და ინდიანა პეისერსის კიდევ ერთი დაპირისპირება იხილა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 123-107 დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარკ დაგნოს გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის MVP ოკლაჰომას მოთამაშე შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა. კანადელმა ლეგიონერმა 34 ქულა ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა და 8 შედეგიანი პასიც დაუმატა. ინდიანადან საუკეთესო ტაირიზ ჰალიბარტონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა, 3 მოხსნა და 6 ქულა მოუპოვა.
ფინალური ეტაპის მესამე მატჩი უკვე ინდიანაპოლისში გაიმართება. შეხვედრა 12 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
მატჩის მიმოხილვა









