მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 22:32 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ძალიან კარგი სტატისტიკა შემოგვთავაზა: 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი.
პარკეტზე საუკეთესო ორლანდო მეჯიქის ლეგიონერი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 3 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში დენვერ ნაგეთსს დაუპირისპირდება. მატჩი 7 თებერვალს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









