მედისონ სქვერ გარდენზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა. მასპინძელ გუნდს დონტე დივინჩენცომ ულიდერა - 39 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი. რაც შეეხება ინდიანადან საუკეთესო მოთამაშეს, ტაირის ჰალიბარტონმა 26 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 6 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები.
ინდიანა პეისერსის მომდევნო მეტოქე ბოსტონ სელტიკსი იქნება. სერიის პირველ შეხვედრას ბოსტონი 22 მაისს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.










