"ლებრონი თავისუფალი აგენტია."
ამ კომენტარის შემდეგ, გადაცემის წამყვანებმა პოლს რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რა დროსაც სუპერ-აგენტმა შედარებით უკან დაიხია და დაამატა, რომ ზუსტად არ იცის რა მოხდება ლებრონის თავს.
აგენტის ეს განცხადება ნაკლებად დამაინტრიგებელი იქნებოდა, თუ ჯეიმსი იქნებოდა შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი და არ ექნებოდა კონტრაქტის გახანგრძლივების უფლება 2025 წლამდე. შესაბამისად, ეს განცხადება შეიძლება მხოლოდ განცხადებად დარჩეს და მხარეებმა კონტრაქტი გაახანგრძლივონ, თანაც არა მხოლოდ 1-წლით, არამედ უფრო მეტითაც კი.
უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი რას გადაწყვეტს "მეფე", თუმცა ამერიკულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, 39 წლის კალათბურთელი ლეიკერსში დარჩენას, სერიოზულად განიხილავს.










