ბოლ არენაზე ნიკოლა იოკიჩის შოუ ვიხილეთ - 29 წლის სერბმა საოცარი მატჩი ჩაატარა: 40 ქულა, 7 მოხსნა და 13 პასი. ნიკოლა უბრალოდ შეუჩერებელი იყო და ნაგეთსის გამარჯვება, დიდწილად, მისი დამსახურებაც იყო. მინესოტა ტიმბერვულვზს კარლ-ენტონი თაუნსმა ულიდერა: 23 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი.
სერიის მე-6 მატჩი კვლავ მინეაპოლისში გაიმართება. შეხვედრა 17 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
სერიაში დაწინაურება ნიუ იორკ ნიქსმაც მოახერხა. მედისონ სქვერ გარდენზე შეკრებილმა მაყურებელმა, საყვარელი გუნდის დომინანტური თამაში იხილა. ტომ ტიბოდეუს გუნდმა ინდიანა პეისერსი ყველა კომპონენტში დაჯაბნა.
მატჩის MVP ჯალენ ბრანსონი გახდა - 27 წლის ამერიკელმა 44 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 7 პასითაც მოამაგარა გუნდელები. ინდიანას პასკალ სიაკამმა ულიდერა: 22 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი.
სერიის მე-6 მატჩი 18 მაისს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.










