NBA-ის პლეიოფის 1/4 ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი, გუშინ ღამით, ინდიანაპოლისში გაიმართა. გეინბრიჯ ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა, საყვარელი გუნდის კარგი თამაში იხილა. რიკ კარლისლის გუნდმა, ნიუ იორკ ნიქსი, მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და სერია Game 7-ში გადაიყვანა. მატჩი საბოლოოდ ინდიანა პეისერსის გამარჯვებით, 116:103 დასრულდა.
შეხვედრის MVP ჯალენ ბრანსონი გახდა. 27 წლის ამერიკელმა 31 ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს. ინდიანას კი პასკალ სიაკამმა ულიდერა: 25 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი.
სერიის მე-7 მატჩს უკვე ნიუ იორკი უმასპინძლებს. მედისონ სქვერ გარდენზე შეხვედრა 19 მაისს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.