ინდიანა პეისერსმა სერიის მე-6 მატჩში მილუოკი ბაქსი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, შეხვედრა 120:98 დასრულდა.
პარკეტზე საუკეთესო დემიენ ლილარდი გახდა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. პეისერსიდან გამორჩეული მოთამაშე ობი ტოპინი გახლდათ, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა მოუტანა. სერია საბოლოოდ ანგარიშით 4-2 დაიხურა.
ინდიანა პეისერსის მომდევნო მეტოქე ნიუ იორკ ნიქსი იქნება, რომელმაც გუშინ ღამით მოახერხა და პლეიოფის შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო. ტომ ტიბოდეუს გუნდმა ფილადელფია სიქსერსი მძიმე ბრძოლაში, 115:118 დაამარცა.
მატჩის MVP ჯალენ ბრანსონი გახდა, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა შეასრულა და 12 შედეგიანი გადაცემითაც გამოირჩა.
პლეიოფის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი მედისონ სქვერ გარდენზე გაიმართება. ნიუ იორკ ნიქსი - ინდიანა პეისერსი სერიას 7 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყებენ.










