NBA-ის პლეიოფის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა მედისონ სქვერ გარდენში, სადაც მაყურებელმა ნიუ იორკ ნიქსისა და ინდიანა პეისერსის საოცარი დაპირისპირება იხილა. რიკ კარლაილის გუნდმა მეტოქეს ოვერტაიმში აჯობა და სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 135:138 დაფიქსირდა.
მატჩის MVP ნიქსის მოთამაშე ჯალენ ბრანსონი გახდა. 28 წლის ამერიკელმა არც მეტი, არც ნაკლები 43 ქულა ჩააგდო, რასაც 1 მოხსნაც და 5 შედეგიანი პასიც დაუმატა. ინდიანადან საუკეთესო ტაირიზ ჰალიბარტონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 31 ქულა მოუპოვა.
სერიის მეორე შეხვედრას კვლავ ნიუ-იორკი უმასპინძლებს. მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
მატჩის მიმოხილვა









