NBA-ის პლეიოფის 1/2 ფინალური ეტაპის მეოთხე მატჩი გაიმართა გეინბრიჯ არენაზე, სადაც ერთმანეთს ინდიანა პეისერსი და ნიუ იორკ ნიქსი დაუპირისპირდნენ. ეს მატჩი სერიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მაყურებელმა საოცარი სანახაობა იხილა, სადაც გამარჯვება კვლავ ინდიანა პეისერს დარჩა! ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 130:121 დაფიქსირდა. ინდიანამ სერიაში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, რითაც სუპერფინალს მიუახლოვდა.
მატჩის MVP ტაირიზ ჰალიბარტონი გახდა, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო, 12 მოხსნა შეასრულა და 15 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები. ნიუ იორკ ნიქსს ჯალენ ბრანსონმა ულიდერა - 31 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი.
სერიის მეხუთე შეხვედრა უკვე ნიუ-იორკში გაიმართება. მატჩი 30 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მატჩის მიმოხილვა









