ინდიანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა! სერიის მეექვსე მატჩში რიკ კარლაილის გუნდმა ნიუ იორკ ნიქსი საკმაოდ მარტივად, 125:108 დაამარცხა და ფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა. ინდიანამ სერია საბოლოო ჯამში 4-2 მოიგო.
მატჩის MVP პასკალ სიაკამი გახდა. კამერუნელმა 31 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 3 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები. ნიქსიდან საუკეთესო ოჯეი ანუნობი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა მოუპოვა, რასაც 5 შედეგიანი მოხსნა და 3 პასიც დაუმატა.
ინდიანა პეისერსის მეტოქე სუპერფინალში ოკლაჰომა სითი თანდერი იქნება. სერიის პირველი მატჩი ოკლაჰომაში, 6 ივნისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
ინდიანა პეისერსი - ნიუ იორკ ნიქსი, მე-6 მატჩის მიმოხილვა









