NBA-ის პლეიოფის 1/2 ფინალური ეტაპის მესამე მატჩი გაიმართა გეინბრიჯ არენაზე, სადაც მაყურებელმა ინდიანა პეისერსისა და ნიუ იორკ ნიქსის მორიგი დაპირისპირება იხილა. პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებით, ნიქსმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 100:106 დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუ იორკმა სერიაში ჩამორჩენა შეამცრია, 2-1.
მატჩის MVP კარლ-ენტონი თაუნსი გახდა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, 15 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასიც გააკეთა. ინდიანას ტაირიზ ჰალიბარტონმა ულიდერა - 20 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი.
სერიის მეოთხე შეხვედრა კვლავ ინდიანაპოლისში გაიმართება. მატჩი 28 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მატჩის მიმოხილვა









