NBA-ის პლეიოფის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა Paycom ცენტრ არენაზე, სადაც მაყურებელმა ოკლაჰომა სიტი თანდერისა და მინესოტა ტიმბერვულვზის დაპირისპირება იხილა. მარკ დაგნოს გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და სერიაში პირველი გამარჯვება სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 114:88 დაფიქსირდა.
მატჩის MVP შაი გილჯეს ალექსანდერი გახდა. 26 წლის კანადელმა 31 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 9 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები. მინესოტადან საუკეთესო იულიუს რენდლი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 28 ქულა მოუპოვა, რასაც 8 შედეგიანი მოხსნა და 1 პასიც დაუმატა.
სერიის მეორე შეხვედრას ისევ ოკლაჰომა უმასპინძლებს. მატჩი 23 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
მატჩის მიმოხილვა









