NBA-ის პლეიოფის 1/2 ფინალური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართა Paycom ცენტრ არენაზე, სადაც მაყურებელმა ოკლაჰომა სიტი თანდერისა და მინესოტა ტიმბერვულვზის კიდევ ერთი დაპირისპირება იხილა. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, სტუმარმა გუნდმა ბევრად უკეთესად ითამაშა, თუმცა ეს ყველაფერი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 118:103 დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკლაჰომა სიტი თანდერმა სერიაში უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მატჩის MVP კვლავ შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა. კანადელმა 38 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა შეასრულა და 8 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები. მინესოტადან საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 32 ქულა მოუპოვა, რასაც 9 შედეგიანი მოხსნა და 6 პასიც დაუმატა.
სერიის მესამე შეხვედრას უკვე მინესოტა უმასპინძლებს. მატჩი 25 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
მატჩის მიმოხილვა









