ლოს ანჯელეს ლეიკერსი ბრძოლაში რჩება, დარვინ ჰემის გუნდმა მეოთხე თამაშში დენვერ ნაგეტს დამაჯერებლად, 119:108 მოუგო და სერიაში ანგარიში 1:3 გახადა. პარკეტზე საუკეთესო, რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩი იყო - 33 ქულა, 14 მოხსნა და 14 პასი, 29 წლის სერბი საოცარ ფორმაშია. რაც შეეხება ლეიკერისდან გამორჩეულ მოთამაშეს, გუნდს ლეგენდამ ულიდერა - ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულა ჩააგდო.
სერიის მეოთხე მატჩს დენვერი უმასპინძელბს. შეხვედრა 30 აპრილს, თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.
სერიაში უპირატესობა დაიბრუნა ბოსტონ სელტიკსმა, რომელმაც მაიამი ჰიტი, გასვლაზე 84:104 დაამარცხა. ჯო მაზულას ბიჭებმა მასპინძელ გუნდს უშანსოდ მოუგეს. სტუმართა მხრიდან საუკეთესოები ჯაილენ ბრაუნი და ჯეისონ ტატუმი იყვნენ.
სერიის მეოთხე მატჩი ისევ კასეიას ცენტრში გაიმართება, 30 აპრილს, თბილისის დროით 03:30 საათზე.
პლეიოფის პირველი რაუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ინდიანაპოლისში ვნახეთ, სადაც პეისერსმა მილუოკი ბაქსის დამარცხება, ოვერტაიმში შეძლო. მაყურებელმა საოცარი თამაშის მომსწრე გახდა, ორივე გუნდის მხრიდან საოცარი პერფორმანსი ვიხილეთ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 121:118. პეისერსმა სერიაში დაწინაურება მოახერხა.
მატჩის MVP ბაქსის მოთამაშე, კრის მიდლტონი გახდა, 42 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი. ინდიანადან საუკეთესო მაილს ტერნერი იყო - 29 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი.
სერიის მეოთხე მატჩი კვლავ გეინბრიჯ არენაზე გაიმართება, 29 აპრილს, თბილისის დროით 03:00 საათზე.
პლეიოფის პირველი რაუნდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წყვილში, დალას მავერიქსმა სერიაში დაწინაურება მოახერხა. ლუკა დონჩიჩის გუნდმა კლიპერსი 101:90 დაამარცხა. პარკეტზე საუკეთესო, რა თქმა უნდა, სერბი იყო, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, პლიუს ამას 10 მოხსნა და 9 პასი მოუპოვა საკუთარ გუნდს. ამ წყვილში ბრძოლა, დიდი ალბათობით, ბოლომდე გაგრძელდება. დიდი შანსია მეშვიდე მატჩის ჩატარებაც გახდეს საჭირო.
სერიის მეოთხე მატჩს გუნდები კვლავ დალასში ჩაატარებენ, 28 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე.
ორლანდო მეჯიქმა შეძლო და სერიაში ანგარიში 2-2 გახადა. ჯამალ მოსლის გუნდმა კლივლენდ კავალიერსი 112:89 დაამარცხა. კიას ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა საყვარელი გუნდის საკმაოდ დამაჯერებელი თამაში იხილა. მატჩის MVP გერმანელი მოთამაშე, ფრანც ვაგნერი გახდა - 34 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი. კავალიერსიდან გამორჩეული ჯარეტ ალენი იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.
სერიის მეხუთე მატჩს კლივლენდი უმასპინძლებს. შეხვედრა 1 მაისს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
მინესოტა ტიმებრვულვზი სერიაში დამაჯერებელ თამაშს აგრძელებს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, მხოლოდ ერთი მატჩის მოგებაღა დარჩა. კრის ფინჩის გუნდმა ფინიქს სანსი მესამე თამაშშიც დაამარცხა, 109:126. პარკეტზე საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო - 36 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი.
სერიის მეოთხე მატჩი ისევ ფინიქსში გაიმართება, 29 აპრილს, თბილისის დროით 05:30 საათზე.
ოკლაჰომა სიტი თანდერსაც ერთი ნაბიჯი აშორებს პლეიოფის მომდევნო ეტაპამდე. მარკ დეინოლტის ბიჭებმა პელიკანსი მესამე შეხვედრაშიც დაამარცხეს, 85:106. ამ წყვილში ოკლაჰომა თავიდანვე ფავორიტი იყო და სერიის ლოგიკურ დასასრულამდეც მივდივართ.
მატჩის MVP შაი გილგეუს-ალექსანდერი გახდა, რომელიც საოცარ ფორმაშია - 24 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი.
სერიის მეოთხე თამაშს კვლავ სმუთი კინგის არენა უმასპინძლებს. შეხვედრა 30 აპრილს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.









