"კვარაცხელიას შეეძლო ფიფას მე-17 მუხლის გამოყენება და ნაპოლისთან კონტრაქტის გაწყვეტა. მან არ გააკეთა ეს, რითაც თავის კლუბს 70 მილიონი ევროს გამომუშავების საშუალება მისცა. დიახ, "პარტენოპეიმ" ხვიჩას მადლობა უნდა გადაუხადოს. ნერეში? ვინც თვლის, რომ ის შეძლებს პარის სენ-ჟერმენში გადასული ქართველი ფლანგელის შეცვლას, ფეხბურთისგან შორს არის.
პსჟ-ს გარემარბი ჯერ კიდევ არის "ლურჯების" საუკეთესო ბომბარდირთა სიაში, რასაც ვერ ვიტყვით დავიდზე. ისინი არიან სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები...პარიზელთა მე-7 ნომრის ბრაზილიელი ვინგერით ჩანაცვლება, უდიდესი აბსურდია", - განაცხადა ფედელემ.











