The Athletic-ის ჟურნალისტმა, ჯეიმს პირსმა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა მეკარის სუსტ მხარეებს და აღნიშნა, რომ ქართველი გოლკიპერი მომენტებში ზედმეტად ნერვიულობს. ამის გარდა, ინგლისელმა ჟურნალისტმა მის არაზუსტ პასებზეც ისაუბრა.
"ლივერპულს ეგონა, რომ მამარდაშვილის სახით გაიფორმა ალისონის სრულფასოვანი, გრძელვადიანი შემცვლელი. მის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა გადაიხადეს 29 ფუნტი, მაგრამ გიორგის სადებიუტო სეზონი არაერთგვაროვანი გამოდგა. დიახ, სეივების მხრივ ის შთამბეჭდავია, მაგრამ ფეხით თამაშის დროს, ქართველი გოლკიპერი ძალიან ნერვიულობს.
"წითლების" მეკარე პერიოდულად აკეთებს არაზუსტ გადაცემებს, რის გამოც მისი გუნდი ზარალდება და მეტოქის მხრიდან ზელოწის ქვეშ ექცევა. 25 წლის გოლკიპერს თავისი კლასის დასამტკიცებლად დრო სჭირდება", - განაცხადა The Athletic-ის ჟურნალისტმა.









